• Geo
  • Eng
26.02.2022
დინამო 2-მა ცსკა-ც დაამარცხა

დინამო თბილისის მეორე შემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას ბელეკში განაგრძობს. დინამოელებმა შეკრებაზე ბოლო, მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამჯერად მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3-1.

 

დინამოელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ფირუზ გაბიტაშვილმა გოლი ნიკა სიხარულაშვილის გადაცემით გაიტანა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ჩვენმა გუნდმა უპირატესობა გაიმყარა. ამჯერად გაბიტაშვილმა ზუსტი პასით გამოიჩინა თავი, შედეგიანი დარტყმა კი ჯადული იობაშვილმა შეასრულა 2-0. თბილისელებმა კიდევ ერთი გოლი შეხვედრის 65- ე წუთზე გაიტანეს. მიხეილ ქოჩაკიძის გადაცემით დიტო ფაჩულიამ შედეგიანად ისარგებლა. მეტოქემ მატჩის ბოლოს თერთმეტმეტრიანით ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა და საბოლოოს შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

 

დინამოელები ბელეკში 28 თებერვლამდე გაჩერდებიან, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდებიან. დედაქალაქელები ახალი სეზონისთვის მზადებას თბილისში განაგრძობენ.

 

 

დინამო3-1  ცსკა 2 მოსკოვი

 

დინამო 2: კუტალაძე, ჟივიძე, ერაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, ოდიშარია, აფციაური, სიხარულაშვილი, ჯ. იობაშვილი

 

სათადარიგო სკამი: გ. იობაშვილი, ქოჩაკიძე, იაკობიძე, უბილავა, ჭითაშვილი, ცხოვრებაშვილი, მირზიკაშვილი, გოგობერიშვილი, ფაჩულია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024