• Geo
  • Eng
18.02.2022
დინამო 2-მა შეკრებაზე პირველ მატჩში იმარჯვა
დინამო თბილისის მეორე შემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მოგეხსენებათ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 16 თებერვლიდან საწვრთნელ შეკრებაზე თურქულ ბელეკში იმყოფება, დღეს კი დინამოელებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართეს.
 
დინამო 2-ს მეტოქეობა დონეცკის შახტარის 19-წლამდე გუნდმა გაუწია. საინტერესო და დაძაბული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გოლი უკრაინელთა კარში შეხვედრის 24-ე წუთზე დიტო ფაჩულიას გადაცემით ზუკა ერაძემ გაიტანა.
 
დინამოელები თურქულ შეკრებაზე მეორე შეხვედრას 21 თებერვალს ტულის არსენალის მეორე გუნდთან გამართავენ. 23 თებერვალს მოსკოვის დინამოს მეორე გუნდს შევხვდებით, ხოლო შეკრებას 27 თებერვალს მოსკოვის ლოკომოტივის მეორე გუნდთან თამაშით დავასრულებთ.
 
დინამო 2  1-0  შახტარი დონეცკი U19
 
დინამო 2: კუტალაძე, გოგოტიშვილი, იაკობიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, აფციაური, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, ქოქოსაძე
 
შეცვლაზე გამოვიდნენ: ჟივიძე, უგრეხელიძე, უბილავა, სიჭინავა, ჩიტაშვილი, მირზიკაშვილი, ქოჩაკიძე
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022