• Geo
  • Eng
18.02.2022
ორი საერთაშორისო სპარინგი აკადემიაში
დინამოს აკადემიაში ასაკობრივი გუნდები მოახლოებული სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. ჩვენი აკადემიის 13 და 16-წლამდე გუნდებმა ერევნის ურარტუს უმასპინძლეს და ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩიც გამართეს.
 
13-წლამდე თბილისელებმა ერევნელ თანატოლებს 2-0 აჯობეს. კახა გოგოლაძის გუნდიდან თავი ნიკა ძაძამიძემ და ლუკა სხირტლაძემ გამოიჩინეს. 16 წლამდე გუნდების შეხვედრა კი უხვგოლიანი გამოდგა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა და 4-1 იმარჯვა. შედეგიანად მამუკა ჩხარტიშვილმა, ლექსო ფეიქრიშვილმა, ლუკა ბუბუტეიშვილმა და მიშო საჯაიამ ითამაშეს.
 
U13 დინამო 2-0 ურარტუ
 
U16 დინამო 4-1 ურარტუ
 
U13 დინამო: წიკლაური, კუპრეიშვილი, მესხიშვილი, ცქვიტაია, ძერკორაშვილი, გაზდელიანი, ხარძეიშვილი, შარვაშიძე, ბართიშვილი, ძაძამიძე, მახარობლიშვილი
 
სათადარიგო სკამი: ჭელიძე, ჩხაიძე, გერგედავა, სხირტლაძე, გოგიშვილი
 
U16 დინამო: საური, პატარკაციშვილი, მეფარიშვილი, ხარებაშვილი, ბენდიაშვილი, ფეიქრიშვილი, ოდიკაძე, ჩხარტიშვილი, ბუბუტეიშვილი, შაშიაშვილი, ვარსიმაშვილი
 
სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, გრიგალავა, ბურდიაშვილი, ხუფენია, ნაკაშიძე, ბერელიძე, თურქია, საჯაია, ნაჭყეპია
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024