• Geo
  • Eng
16.02.2022
დინამო 2 თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
დღეიდან დინამოს მეორე შემადგენლობა ახალი სეზონსთვის მზადების მეორე ეტაპს იწყებს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი გეზს ბელეკისკენ აიღებს და 28 თებერვლის ჩათვლით ადგილზე მოემზადება.
 
დინამოელებმა მზადების პირველი ეტაპი დედაქალაქში 20 იანვრიდან დაიწყეს და ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს. 5 თებერვალს თბილისის მერანთან 1-1 ითამაშეს, 12 თებერვალს კი თბილისელებმა ბოლნისის სიონი 2-1 დაამარცხეს.
 
თურქეთში ჩვენი გუნდის მეორე შემადგენლობა ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
 
ბელეკში გასამართი შეხვედრების განრიგი:
 
18.02.2022 | დინამო 2 - შახტარი U19 დონეცკი 
21.02.2022 | დინამო 2 - არსენალი 2 ტულა 
23.02.2022 | დინამო 2 - დინამო 2 მოსკოვი 
27.02.2022 | დინამო 2 - ლოკომოტივ-კაზანკა მოსკოვი
 
დინამოელები შეკრებაზე 21 ფეხბურთელით გაემგზავრებიან, ხოლო ადგილზე მათ პირველ გუნდთან შეკრება გავლილი ლუკა კუტალაძე, ირაკლი იაკობიძე და დიტო ფაჩულია შეუერთდებიან.
 
მეკარეები: ლუკა კუტალაძე, ლუკა კულიჯანიშვილი, დავით იობაშვილი
 
მცველები: ფირუზ გაბიტაშვილი, ირაკლი იაკობიძე, ტატო ჟივიძე, ზურაბ ერაძე, გიორგი უბილავა, დათო გოგოტიშვილი, ნიკა უგრეხელიძე, თორნიკე დუნდუა
 
ნახევარდაცვა: დიტო ფაჩულია, ლევან ოსიყმაშვილი, ზაურ სიჭინავა, ნიკა ცხოვრებაშვილი, ლაშა ოდიშარია, თორნიკე მორჩილაძე, ნიკა სიხარულაშვილი, ბადრი გოგობერიშვილი, გიორგი მირზიკაშვილი, ოთარ აფციაური, დემე ჭითაშვილი
 
თავდამსხმელები: ნიკა ქოქოსაძე, მიხეილ ქოჩაკიძე
 
მარტიდან ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მზადებას თბილისში განაგრძობს, დედაქალაქში გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
 
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3 სტარტს 4 აპრილიდან აიღებს. პირველ ტურში ლურჯ-თეთრები საფეხბურთო კლუბ ვარკეთილს შეხვდებიან. გათამაშების სრულის კალენდარი იხილეთ ბმულზე.
 
შეგახსენებთ, რომ დინამოს მეორე შემადგენლობამ ლიგა 4 პირველ ადგილზე დაასრულა და 2022 წლის სეზონიდან ლიგა 3-ში ასპარეზობის საგზური მოიპოვა.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024