• Geo
  • Eng
02.12.2021
დინამოს თასი 2021

3- დან 5 დეკემბრის ჩათვლით დინამო თბილისის აკადემია 15 წლამდე გუნდებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. დინამო თბილისის გარდა გათამაშებაში ატეიტისი ვილნიუსი (ლიეტუვა), გაბალა (აზერბაიჯანი) და რიგა (ლატვია) მიიღებენ მონაწილეობას.

დინამოს თასი 2021 ხვალ 17.00 საათზე, დინამოელთა და ატეიტისის შეხვედრით აიღებს სტარტს. მეორე მატჩში 18.45- დან გაბალა რიგას შეხვდება. 4 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის მატჩები 10.00 საათიდან დაიწყება, ხოლო 5 დეკემბერს ტურნირის მესამეადგილოსანი და ჩემპიონი გაირკვევა.

ლურჯ-თეთრ ფერებს ტურნირზე ლუკა ხელაშვილი, მათე საური, დათო ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, გიორგი ხუფენია, ნიკა ბენდიანიშვილი, სოსო მესტიაშვილი, რატი გრიგალავა, გიგი გაბრიაძე, ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ვახტანგ სალია, ბექა ბურდიაშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუხრაშვილი, მიხეილ საჯაია, ლაშა პატარკაციშვილი, თემურ ოდიკაძე, ალექსანდრე თურქია და ლევან ნაჭყებია დაიცავენ. მთავარი მწვრთნელი - ვასილ გეგუჩაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024