• Geo
  • Eng
01.11.2021
მეორე გუნდი ბორჯომთან დამარცხდა

დინამოს მეორე შემადგენლობამ ბორჯომთან მე- 14 ტურის მატჩი ჩაატარა, შეხვედრას კი მცხეთამ უმასპინძლა. სატურნირო ცხრილის ლიდერთა მატჩი დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტში შოთა დავლაშელიძის გოლით გახსნეს. დედაქალაქელთა არაერთ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია და მატჩიც ბორჯომმა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო. ამასთან ერთად ბორჯომმა გათამაშების ცხრილში დინამოს გაუცვალა ადგილი. ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე კი დედაქალაქელებს ერთი ქულა აშორებს მე- 3 ლიგის საგზურამდე. მომდევნო მატჩს თბილისელები აკადემიის მოედანზე ირაოს წინააღმდეგ 7 ნოემბერს გამართავენ.

 

ბორჯომი 1-0 დინამო-2

დინამო-2: ბერუაშვილი, იაკობიძე, ერაძე, ოსიყმაშვილი, ომარაშვილი, ოდიშარია, იობაშვილი, ფაჩულია, აწყურელი, გაბიტაშვილი, სალუქვაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქოქოსაძე, ხმელიძე, დუმბია, ჭვრიტიძე, უგრეხელიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022