• Geo
  • Eng
22.10.2021
ფრე ისლანდიასთან

უნგრეთში 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდმა სტარტი აიღო. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუზავდა 1-1. შეხვედრის 32- ე წუთზე პენალტი გიორგი ტაბატაძემ ვერ გამოიყენა, თუმცა ათიოდე წუთში თენგო ალიბეგაშვილმა ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. დინამოელმა გოლი თანაკუბელი ლუკა პარკაძის ჩაწოდებული კუთხურით გაიტანა. მატჩის ბოლოსკენ დანიელ გუდიონსენმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრაც 1-1 დასრულდა. პარალელურად უნგრეთმა ესტონეთს 3-0 მოუგო. შემდეგ მატჩში 25 ოქტომბერს ჭაბუკი ჯვაროსნები მასპინძელ უნგრეთს შეხვდებიან.

სკანდინავიელებთან ექვსმა დინამოელმა - თენგო გობეშიამ, საბა ხარჩილავამ, გაბრიელ სიგუამ, თენგო ალიბეგაშვილმა, ლუკა პარკაძემ და ამინ კარაევმა ითამაშეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021