• Geo
  • Eng
12.10.2021
#BeActive დინამოს აკადემიაში

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში დინამო თბილისის აკადემიამ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლა. #BeActive შერეული ფეხბურთის ტურნირში, რომელიც საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის ორგანიზებით ჩატარდა, გოგონებისა და ბიჭებისგან დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რიგით მე- 7 კვირეულის აღსანიშნავად, მოთამაშეებმა სიმბოლურად 7 ნომრიანი მაისურებით იასპარეზეს.

გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორებმა თასით დააჯილდოვეს. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები - ნათია ჯოჯუა და ლუკა კოზანაშვილი. ღონისძიების ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ევროპის სპორტის კვირეული წელს მეშვიდედ აღინიშნება. ევროკომისიის ინიციატივას საქართველო მეოთხედ უერთდება. კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპორტის მენეჯმენტის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

 

ტურნირის ფოტოგალერეა იხილეთ აქ 👉 https://bit.ly/3oVKPLe

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021