• Geo
  • Eng
27.09.2021
დინამო 2 სრული სვლით

დინამოს მეორე შემადგენლობამ მე- 17 ტურის მატჩი განმუხურში გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ზუგდიდის ოდიშს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5-1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში ნიკა სიხარულაშვილმა მატჩის მე- 20 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი ნიკა ქოქოსაძემ 36- ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე დიტო ფაჩულიამ დინამო კიდევ უფრო დააწინაურა, რასაც კიდევ ერთი გოლი გიორგი ჭვრიტიძემ მიამატა. მასპინძლებმა მალხაზ ჯიგანიას გოლით ანგარიში დაასველეს, საბოლოო წერტილი კი შეხვედრას ჯუმბერ ხმელიძემ 85- ე წუთზე დაუსვა. დინამო 17 ტურის შემდეგ 43 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ლიგა 4- ის თეთრ ჯგუფს. მომდევნო მატჩს თბილისელები 30 სექტემბერს ჩხოროწყუს სამეგრელოსთან ჩაატარებენ.

 

ოდიში 1-5 დინამო 2

დინამო 2: მაქაცარია, იაკობიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ოდიშარია, ფაჩულია, ქოქოსაძე, სიხარულაშვილი, ჭვრიტიძე, მაისურაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ხმელიძე, ბაბუნაძე, სალუქვაძე, აწყურელი, დუმბია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021