• Geo
  • Eng
20.08.2021
დინამოელები ბანნიკოვის თასზე

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა კიევში გასამართი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გუნდი 26 აგვისტოდან თვის ბოლომდე, უკრაინის დედაქალაქში ბანნიკოვის თასზე იასპარეზებს. საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელთა და ჭაბუკ ჯვაროსანთა გარდა ასევე ბელარუსის, ბულგარეთის, სომხეთის, თურქეთის, სლოვაკეთის და უზბეკეთის ნაკრებებიც იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების ფორმას ამ ტურნირზე 11 დინამოელი მოირგებს. მატჩებისთვის გიორგი სურმავა, საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, ლუკა შეროზია, თენგო გობეშია, ამინ კარაევი, გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ნინიძე, ლუკა პარკაძე, თენგო ალიბეგაშვილი და გიორგი ფარცვანია მოემზადებიან.

26 აგვისტოს ჭაბუკი ჯვაროსნები თურქეთს შეხვდებიან, 27 აგვისტოს უზბეკეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 აგვისტოს სლოვაკეთთან ითამაშებენ. ტურნირზე მოსაპოვებელ ადგილს 30 აგვისტოს გაითამაშებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021