• Geo
  • Eng
03.07.2021
დინამოს 19 წლამდელები დაუმარცხებლად

დინამოს 19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის გადადებული მატჩი ვიტ ჯორჯიასთან გამართა და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა მეტოქე. გოლები ჩხეტიანმა, ლომინაძემ, გოგობერიშვილმა, ბაგრატიონმა და სიჭინავამ გაიტანაეს. ვალერი გაგუას გუნდი 14 ტურის შემდეგ დაგროვილი 40 ქულით და ბურთების ბალანსით 43/5 სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ საბურთალოს 11 ქულით უსწრებს.  

U19 დინამო 5-0 ვიტ ჯორჯია

 

U19 დინამო: ბერუაშვილი, გოგნაძე, სალუქვაძე, ბაგრატიონი, უბილავა, ჩხეტიანი, ლომინაძე, ცხოვრებაშვილი, ქეცბაია, ომარაშვილი, გოგობერიშვილი

სათადარიგო სკამი: საური, დუნდუა. დათუაშვილი, სიჭინავა, თოდუა, გეგიაძე, თურაზაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024