• Geo
  • Eng
06.06.2021
19 წლამდე ლიგაში დინამო უკონკურენტოა

19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამოელებმა მე- 11 ტურის მატჩი საგურამოში გამართეს. ლოკომოტივთან დედაქალაქური დერბი საინტერესოდ წარიმართა და ვალერი გაგუას შეგირდების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში ლოკომოტივმა გახსნა, თუმცა დინამოელებმა მალევე აღადგინეს სტატუს ქვო, ზუსტი დარტყმა დუნდუას ანგარიშზეა. გამარჯვების გოლი კი გოგობერიშვილმა შეაგდო. დინამოელებმა 10 მატჩის შემდეგ (ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრა გადაიდო) მაქსიმალური 30 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში დიდი უპირატესობით ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 11 ივნისს შევარდენთან აკადემიის მოედანზე ჩაატარებს.

 

U19 ლოკომოტივი 1-2 დინამო

U19 დინამო: ბერუაშვილი, გოგოტიშვილი, ავალიანი, დუნდუა, უბილავა, სიჭინავა, ცხოვრებაშვილი, გეგიაძე, გოგობერიშვილი, ღონღაძე, მირზიკაშვილი

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, დათუაშვილი, ბაბლუანი, შენგელია, თურაზაშვილი, ქეცბაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024