• Geo
  • Eng
05.06.2021
დინამოელთა გამარჯვება და ფრე საბურთალოსთან

15 და 17 წლამდე ოქროს ლიგაში მე- 11 ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც დინამოელებს მეტოქეობა საბურთალოს შესაბამისი ასაკის გუნდებმა გაუწიეს. 15 წლამდელებმა მეტად დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უშუალო კონკურენტთან გამარჯვებით 3-2 დაასრულეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეს. ორი გოლი ნაჭყებიამ გაიტანა, ერთი ზუსტი დარტყმაც ფეიქრიშვილის ანგარიშზეა. დინამოელებმა ამ გამარჯვებით 25 ქულა დააგროვეს და ერთი ქული გადაუსწრეს მეტოქეს. 17 წლამდელთა მატჩის ასევე დაძაბულად წარიმართა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. სატურნირო ცხრილში დინამოელები 19 ქულით მეორე ადგილს იკავებენ.

 

U15 დინამო 3-2 საბურთალო

U17 დინამო 0-0 საბურთალო

 

U15 დინამო: ხელაშვილი, გრიგალავა, მეფარიშვილი, ბურდიაშვილი, ბენდიაშვილი, პატარკაციშვილი, შაშიაშვილი, ფეიქრიშვილი, ბუბუტეიშვილი, ვერსემაშვილი, თურქია

სათადარიგო სკამი: საური, ხუფენია, გაბრიაძე, გელაშვილი, ბერელაშვილი, ნაჭყებია

 

U17 დინამო: ბერუაშვილი, გოგნაძე, მორჩილაძე, ლაცაბიძე, ბაგრატიონი, ღურწკაია, კობახიძე, გაფრინდაშვილი, თოდუა, შიოლაშვილი, ხუტიაშვილი

სათადარიგო სკამი: საური, კვერენჩხელაძე, ხიმშვიაშვილი, გოგებაშვილი, ჯანაშია, მოლაშვილი, სმირნოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024