• Geo
  • Eng
06.05.2021
დინამო-2 და მოგება ქედაში

დინამოს მეორე შემადგენლობამ ლიგა 4- ის მეექვსე ტურის მატჩი ქედაში, არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე გამართა და ბეთლემს დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრება მოახერხეს ორი გოლის გატანა და დინამომ მორიგი მატჩი ისევ გოლგაუშვებლად მოიგო. ანგარიში 52- ე წუთზე გიორგი ჩხეტიანმა გახსნა, ხოლო 91- ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად ფირუზ გაბიტაშვილმა დაარტყა. ამრიგად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს 6 ტურის შემდეგ 6 მოგებით და ბურთების ბალანსით 20/0 სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავია. დინამოელები მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, აკადემიის მოედანზე თბილისის იბერიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბეთლემი 0-2 დინამო 2

დინამო-2: ხარშილაძე, სალუქვაძე, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე (ორშულა 53), ჩხეტიანი (დუნდუა 80), ზურაბიანი (ქოქოსაძე 80), მაისურაძე, მოისწრაფიშვილი (სიხარულაშვილი 70), გვიშიანი (მირზიკაშვილი 70)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021