• Geo
  • Eng
17.04.2021
19 წლამდელები და მორიგი 3 ქულა

დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა გორში დილასთან ჩაატარა. ვალერი გაგუას გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო, თუმცა ერთი განსხვავებით - თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ დინამოელებმა პირველად გაუშვეს გოლი ოფიციალურ შეხვედრაში. დედაქალაქელებმა 2-1 იმარჯვეს, გოლები კი საკუთარ ანგარიშზე ქეცბაიამ და ჩხეტიანმა ჩაიწერეს. გათამაშების ლიდერი მომდევნო ტურის შეხვედრას აკადემიის მოედანზე გაგრას წინააღმდეგ, 24 აპრილს ჩაატარებს.

U19 დილა 1-2 დინამო

U19 დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, ავალიანი, დათუაშვილი, უბილავა, სიჭინავა, ჩხეტიანი, ბაბლუანი, თურაზაშვილი, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი

სათადარიგო სკამი: მაქაცარია, გოგონაძე, დუნდუა, ბაგრატიონი, შენგელია, ქეცბაია, ღონღაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021