• Geo
  • Eng
04.04.2021
მესამე ტური ოქროს ლიგაში

ოქროს ლიგაში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს 19 წლამდე შემადგენლობა შევარდენს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა მეტოქე. გოლები ჩხეტიანმა, ბაბლუანმა და უგრეხელიძემ გაიტანეს. ვალერი გაგუას გუნდმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო მიჯრით და გოლგაუშვებლად.

17 და 15 წლამდე ლიგებში დინამოელები ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ, შეგახსენებთ, რომ ორივე ლიგაში ჩვენი გუნდი ორ-ორი შემადგენლობით ასპარეზობს. 17 წლამდელებმა დინამო-2 5-2 დაამარცხეს, ხოლო 15 წლამდელებმა ერთი წლით უმცროს თანაკლუბელებს 3-2 მოუგეს. პირველ შემთხვევაში გოლები თოფურიამ (4), ხუტიაშვილმა - ნინიძემ და ჯიქიამ გაიტანეს. მეორე მატჩში კი თავი თურქიამ (2), ბერელიძემ - რეხვიაშვილმა და სალიამ გამოიჩინეს.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024