• Geo
  • Eng
26.03.2021
19 წლამდელებმა თბილისური დერბი მოიგეს

დინამოს 19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის მეორე ტურში ლოკომოტივს უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი ვალერი გაგუას გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმში ორი გოლიც გაუტანა მეტოქეს. თავი გოგობერიშვილმა და გოგოტიშვილმა გამოიჩინეს. დინამომ შეტევის რიტმს არც მეორე ტაიმში უკლო და სიხარულაშვილმა მესამე გოლიც გაუტანა მეტოქეს. ლურჯ-თეთრებმა 3-0 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. ვალერი გაგუას გუნდი მესამე ტურის მატჩს 4 აპრილს შევარდენთან გამართავს.

აღსანიშნავნია, რომ დინამოს 19 წლამდელებს 2020 წლიდან მოყოლებული საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ!

 

U19 დინამო  3-0  ლოკომოტივი

U19 დინამო: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ავალიანი, უგრეხელიძე, უბილავა, ჩხეტიანი, სიხარულაშვილი, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, შიოლაშვილი, ღურწკაია

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, გაგნიძე, მორჩილაძე, დათუაშვილი, ბაბლუანი, ქეცბაია, ღონღაძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021