• Geo
  • Eng
21.03.2021
19 წლამდელებმა ჩემპიონატი სამი ქულით გახსნეს

სტარტი აიღო 19 წლამდე ოქროს ლიგამ, რომლის პირველ ტურშიც დინამო თბილისი ვიტ ჯორჯიას მცხეთაში ესტუმრა. შეხვედრა ვალერი გაგუას გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დინამომ ხუთი უპასუხო გოლით იმარჯვა. სიხარულაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, თითო გოლიც გოგობერიშვილმა და ღონღაძემ გაიტანეს. დინამო მომდევნო ტურში 26 მარტს ლოკომოტივს უმასპინძლებს.

 

U19 ვიტ ჯორჯია 0-5 დინამო

 

U19 დინამო: ბერუაშვილი, გოგოტიშვილი, ავალიანი, დათუაშვილი, ბაგრატიონი, ჩხეტიანი, სიხარულაშვილი, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, ღურწკაია, თურაზაშვილი

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, მორჩილაძე, ხაბურძანია, ბაბლუანი, ქეცბაია, ღონღაძე, შიოლაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021