• Geo
  • Eng
07.03.2021
მორიგი ამხანაგურები აკადემიაში

დინამოს აკადემიაში გრძელდება მოახლოებული სეზონისთვის მზადება და ასაკობრივმა გუნდებმა მორიგი ამხანაგური მატჩები გამართეს.

დინამოს მეორე შემადგენლობამ ორი მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ალგეთთან 5-0 იმარჯვა, ხოლო საღამოს სპაერს 1-1 დაუზავდა. 19 წლამდელებმა რუსთავს აჯობეს 6-2, 17 წლამდე დინამომ 19 წლამდე გაგრა 3-2 დაამარცხა, 16 წლამდელები ერთი წლით უმცროს თანაკლუბელებს შეხვდნენ და 7-3 იმარჯვეს, ხოლო U14 დინამომ 5-0 საბურთალოელ თანატოლებს მოუგო. 12 წლამდელებმა ერთი წლით უფროსი ავაზა 5-1 დაამარცხეს, 11 წლამდელები კი ასევე უფროს ვიკინგელებთან 0-1 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021