• Geo
  • Eng
02.03.2021
დინამო-2 თასზე ხობის კოლხეთს შეხვდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 32- ე გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

გათამაშება სტარტს 22 მარტს აიღებს და ჩვენი პირველი გუნდის დარად (რომელიც ტურნირში მოგვიანებით ჩაერთვება), თასზე დინამოს მეორე გუნდიც იასპარეზებს. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ დინამო 2 პირველ ეტაპზე ხობის კოლხეთს უმასპინძლებს, ამ წყვილში გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე მარგვეთი 2006/ხონის იმერეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021