• Geo
  • Eng
13.11.2020
დიდი ანგარიშით გამარჯვება რეგიონლიგაში

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ რეგიონლიგის დ ჯგუფში მეათე ტურის მატჩები შედგა. დინამოს მეორე შემადგენლობამ გულრიფშის კოლხი მიიღო და ანგარიშით 8:0 დაჯაბნა მეტოქე. დიდი ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში ქოჩაკიძის დუბლის გარდა დანარჩენი გოლები მორჩილაძემ, სიხარულაშვილმა, ფარულავამ, მირზიკაშვილმა, მაისურაძემ და სალუქვაძემ გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მაქსიმალური შედეგით შტურმთან ერთად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მომდევნო მატჩს დინამოელები გარეჯთან 19 ნოემბერს ჩაატარებენ, ხოლო პრინციპული პაექრობა შტურმთან სართიჭალაში 25 ნოემბერსაა ჩანიშნული.

 

დინამო-2  8:0  კოლხი

 

დინამო 2: ბერუაშვილი, კვარაცხელია, სალუქვაძე, მაისურაძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, სიხარულაშვილი, უგრეხელიძე, ფარულავა, გვიშიანი, ზურაბიანი

 

სათადარიგო სკამი: შურღაია, ჩხეტიანი, ავალიანი, სიჭინავა, იობაშვილი, ქოჩაკიძე, ჟივიძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020