• Geo
  • Eng
27.09.2020
19 წლამდელები და მეორე გუნდი სრული სვლით

19 წლამდე ლიგაში მოქმედმა ჩემპიონებმა მეშვიდე შეხვედრა უშუალო კონკურენტ საბურთალოსთან ჩაატარეს და მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს. ბენდელაზე სამი უპასუხო გოლით თავი აბუაშვილმა, ლომინაძემ და ზურაბიანმა გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ვალერი გაგუას გუნდი სატურნირო ცხრილს 9 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგით და გოლგაუშვებლად ლიდერობს. მომდევნო მატჩი დინამოელებს 2 ოქტომბერს ქუთაისის ტორპედოსთან ექნება.

მანამდე დინამოს მეორე შემადგენლობამ უმასპინძლა იბერიას და დიდი ანგარშით 4-0 დაამარცხა მეტოქე. სატურნირო ცხრილს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდიც ლიდერობს. დინამოელები 6 ტურის შემდეგ 6 გამარჯვებით იწონებენ თავს. გოლები იბერიას ზურაბიანმა (2), ახვლედიანმა და მორჩილაძემ გაუტანეს. დინამო-2 შემდეგ შეხვედრას 1 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტთან ჩაატარებს.

 

U19 საბურთალო  0:3  დინამო

დინამო-2  4:0  იბერია 2010

 

U19 დინამო: კუტალაძე, კვარაცხელია, ერაძე, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი, ლომინაძე, ზურაბიანი, აბუაშვილი, გვიშიანი

შეცვლაზე შევიდნენ: მორჩილაძე, გაგნიძე, ოსიყმაშვილი, სალუქვაძე, ფარულავა,

 

დინამო-2: კუტალაძე, სალუქვაძე, ერაძე, ხვადაგიანი, კვარაცხელია, მორჩილაძე, ლომინაძე, გაგნიძე, ახვლედიანი, აბუაშვილი, ზურაბიანი

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, მაისურაძე, ოდიშარია, გვიშიანი, ოსიყმაშვილი, ფარულავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024