• Geo
  • Eng
03.09.2020
დინამო-2 სრული სვლით

დინამოს მეორე შემადგენლობამ დღეს რეგიონლიგაში მესამე ტურის მატჩი ვარკეთილი 2- თან გამართა. მატჩი მთლიანად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა, დინამოელებმა 8 უპასუხო გოლი გაუტანეს მასპინძლებს და ტურნირს უდანაკარგოდ ლიდერობენ. ჰეთ თრიქი ახვლედიანმა ჩაიწერა ანგარიშზე, დუბლი ზურაბიანმა შეასრულა, დანარჩენი გოლები კი მორჩილაძემ, კვარაცხელიამ და ხვადაგიანმა გაიტანეს. მომდევნო მატჩს დინამო-2 10 სექტემბერს გაგრა-2- თან გამართავს.

ვარკეთილი-2  0:8  დინამო-2

დინამო 2: ბერუაშვილი, მაისურაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, ზურაბიანი, ახვლედიანი

სთადარიგო სკამი: შურღაია, ავალიანი, კვარაცხელია, კონიაშვილი, ჩხეტიანი, ომარაშვილი, ფარულავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020