• Geo
  • Eng
12.07.2020
დინამო 2- ის პირველი სპარინგი

დინამო თბილისის მეორე გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი სოხუმის დინამოსთან გამართა. ჩვენი გუნდის აკადემიის მოედანზე ჩატარებული შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით 5-1 დასრულდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა შერეული შემადგნელობით ითამაშა.

ანგარიში ტექნიკური დარტყმით გიორგი ომარაშვილმა გახსნა. სტუმრებმა მალევე აღადგინეს სტატუს ქვო, თუმცა იმავე ომარაშვილმა ძლიერი დარტყმით კიდევ ერთი გოლი გაუტანა სტუმრებს. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს და პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ზარიამ ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა. მიხეილ ქოჩაკიძემ მეორე ტაიმში საჯარიმოს მისადგომიდან მეოთხე გოლი გაიტანა სოხუმელთა კარში, წერტილი კი ნიკა კონიაშვილმა დასვა 5-1.

 

დინამო 2: ბერუაშვილი, კვარაცხელია, ხვადაგიანი, კალანდაძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, გაგნიძე, აბუაშვილი, ორშულა, ზარია, მოისწრაფიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, მაისურაძე, სალუქვაძე, ომარაშვილი, იობაშვილი, ზვიადაძე, არველაძე, ავალიანი, ჩხეტიანი, ქოჩაკიძე, შალიკაშვილი, ოსიყმაშვილი, გვიშიანი, სიჭინავა, კონიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020