29.02.2020
დინამომ იუნოსტი მეორედაც დაამარცხა

დინამოს 15 წლამდე შემადგენლობამ მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დიდი ანგარიშით აჯობა ვლადიკავკაზის იუნოსტს. ამჯერად დედაქალაქელებმა 5-2 იმარჯვეს. ჰეთ თრიქი კარაევმა გაიფორმა, თითო გოლი კი უკლებამ და სიგუამ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს დინამომ 4-1 მოიგო იმავე მეტოქესტან. ვასილ გეგუჩაძის გუნდი განაგრძობს მზადებას მოახლოებული ოქროს ლიგისთვის და ასევე ტრადიციად ქცეული დარასელიას თასისთვის.

 

U15 დინამო 5-2 იუნოსტი U16

 

U15 დინამო: ბაჩილავა, მახარაძე, გობეშია, ლობჟანიძე, სურმავა, უკლება, სიგუა, ხორხელი, ბოლოთაშვილი, პარკაძე, კარაევი

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, მამისეიშვილი, ცეცხლაძე, შეროზია, ვიბლიანი, ფარცვანია


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020