27.02.2020
15 წლამდელების შედეგიანი ამხანაგური მატჩი

დინამოს აკადემიის 15 წლამდე შემადგენლობამ ვლადიკავკაზის იუნოსტის 16 წლამდე გუნდს უმასპინძლა და ამხანაგურ შეხვედრაში 4-1 დაამარცხა. სტუმრები აკადემიაში რამდენიმე დღე გაჩერდებიან, ივარჯიშებენ და ვასილ გეგუჩაძის გუნდს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. აღნიშნული მატჩი კი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. გოლები ხორხელმა, შეროზიამ და კარაევმა (2) გაიტანეს.

 

 

U15 დინამო თბილისი 4-1 იუნოსტი ვლადიკავკაზი U16

 

U15 დინამო: იობაშვილი, მახარაძე, გობეშია, ხორხელი, სურმავა, კარაევი, ცეცხლაძე, სიგუა, ბოლოთაშვილი, უკლება, პარკაძე

სათადარიგო სკამი: ბაჩილავა, მამისეიშვილი, ლობჟანიძე, შეროზია, ვიბლიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020