14.02.2020
17 წლამდელების სპარინგი თურქეთში

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა დინამოს 17 წლამდე შემადგენლობამ დღეს პირველი სპარინგ მატჩი ჩაატარა, რომელშიც დანიური რანდერსის 18 წლამდე შემადგენლობას დაუპირისპირდა. დანიის ასაკობრივი ლიგის ჩემპიონთან დინამოელებმა პირველი ტაიმი ძირითადი შემადგენლობით ჩაატარეს და შეიძლება ითქვას, რომ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ. საპასუხოდ კი ტაიმის ბოლოსკენ თბილისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლუკა ჯოჯუამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. მანამდე დინამოელთა რამდენიმე სახიფათო, თუმცა უშედეგო მცდელობაა აღსანიშნავი. მეორე ტაიმში გოჩა ჩიქოვანმა ცვლილებებს მიმართა და მოედანზე ძირითადად ახალწვეულები შეუშვა, რომელსაც დინამო მიმდინარე შეკრებაზე აკვირდება. მეორე ნახევარში დანიელებმა თანდათან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და ანგარიშიც გახსნეს, რასაც მალევე მეორე გოლიც მიაყოლეს. დინამოელებმა შეტევებს უმატეს და დედაქალაქელთა რიგებში აქტიურმა თორნიკე სიხარულაშვილმა ზუსტი თავურით სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ მატჩის ბოლომდე რანდერსის ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და 3-1 მოიგეს. ხვალ თავის სპარინგ მატჩს 19 წლამდე დინამოელებიც გამართავენ და დონეცკის შახტარის 19 წლამდელებს შეხვდებიან.

 

U17 დინამო 1-3 რანდერსი U18

U17 დინამო: ჯოჯუა, სალუქვაძე, უგრეხელიძე, გოგოტიშვილი, უბილავა, გეგიაძე, სიჭინავა, ბაბლუანი, შიოლაშვილი, სიხარულაშვილი, თუთაშვილი

მეორე ტიმში შევიდნენ: შენგელია, გოგობერიშვილი, თოფურია, აბრამიშვილი, დუნდუა, ქეცბაია, ლაბარტყავა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020