19.01.2020
დინამო ზამთრის თასის ფინალშია

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ზამთრის თასის გათამაშებამ 15 წლამდე გუნდებს შორის, რომეშიც დინამოს 15 წლამდე შემადგენლობაც ასპარეზობს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ტურნირის პირველი დღე შესანიშნავად ჩაატარა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. ა ჯგუფში თბილისელებმა პირველი მატჩი სფფ აკადემია რუსთავთან გამართეს და სიგუას დუბლით 2-0 იმარჯვეს. მეორე შეხვედრაში დინამომ 35- ე სკოლას 8-2 აჯობა. ნინიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გიუნაშვილმა, სურმავამ, შეროზიამ, უკლებამ, სიგუამ და ბოლოთაშვილმა გაიტანეს. მესამე მატჩში ბათუმის დინამოსთან დედაქალაქელებმა 6-2 იმარჯვეს. ისევ ნინიძეს დუბლი, რასაც გოლები სურმავამ, ბულუხაძემ, შეროზიამ და ხორხელმა მიამატეს. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი სფფ აკადემია ზუგდიდს შეხვდა და მეტოქეს ორის წილ 9 გოლი გაუტანა. ბოლოთაშვილის ჰეთ თრიქს, დუბლი სიგუამ და ხორხემა მიამატეს, დანარჩენი გოლები ბულუხაძემ და ნინიძემ გაიტანეს. ამრიგად ფინალში, რომელიც დღეს 18.20 დაიწყება, დინამო თბილისი სფფ აკადემია რუსთავს შეხვდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020