18.01.2020
დინამო ზამთრის თასზე

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში დღეიდან ზამთრის თასის მორიგი გათამაშება აიღებს სტარტს. ტურნირი 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის გაიმართება და მასში დინამო თბილისიც მიიღებს მონაწილეობას. ვასილ გეგუჩაძის გუნდი ა ჯგუფში სფფ აკადემიას (რუსთავი), ბათუმის დინამოს და 35- ე სკოლას შეხვდება.

დინამოელთა შემადგენლობა: ნიკა ბაჩილავა, ლუკა ხელაშვილი, საბა ხარშილავა, გიორგი სურმავა, ლუკა უკლება, ნიკა ნინიძე, გაბრიელ სიგუა, ნიკა ბულუხაძე, ლუკა შეროზია, ანდრია ხორხელი, აკაკი გიუნაშვილი, დათო ბოლოთაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020