01.12.2019
ატეიტის თასი დასრულდა

ვილნიუსში დასრულდა ატეიტის თასის საიუბილეო გათამაშება, რომელშიც დინამო თბილისის 9 წლამდელთა გუნდიც ასპარეზობდა. მიხეილ ოქიტაშვილის კრებულმა საბოლოო ჯამში 6 ჩატარებული მატჩიდან 5 მოიგო და ერთხელ დამარცხდა, თუმცა ამ მარცხის გამო გუნდმა საჩემპიონო ბრძოლა ვეღარ გააგრძელა და საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავა. დინამოელებმა ჯგუფში ვილნიუსის ატეიტისი 5:0 დაამარცხეს და რიგის საფეხბურთო აკადემიას 3:1 მოუგეს. ამას მოჰყვა დასანანი მარცხი კაუნასის ფორტუნასთან ანგარიშით 2:3. შემდეგ დინამოელებმა 5 უპასუხო გოლით კალინინგრადის გუნდი დაჯაბნეს და 3:2 მოუგეს გდანსკის იაგუარს. საბოლოოდ მეცხრე ადგილისთვის მატჩში დინამომ კალინინგრადის საფეხბურთო სკოლას 5:2 მოუგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019