30.11.2019
დინამოელების წარმატებული სტარტი

ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის საიუბილეო გათამაშების დასკვნით ეტაპზე დინამო თბილისის 9 წლამდელთა გუნდიც ჩაერთო. მიხეილ ოქიტაშვილის შეგირდებმა წარმატებული სტარტი აიღეს და P ჯგუფში ორივე მატჩი მოიგეს. თბილისელებმა ჯერ ადგილობრივ ატეიტისს მოუგეს 5 უპასუხო გოლით, შემდეგ კი ლატვიის საფეხბურთო აკადემიის გუნდს 3:1 აჯობეს. პირველ შეხვედრაში 2 გოლი გიორგი აბულაძემ შეაგდო, დანარჩენი კი გაბრიელ გოგუამ, ნიკა სახვაძემ და გიორგი ვეფხვაძემ გაიტანეს. ლატვიელებთან თავი ნიკა კობზონაძემ, გაბრიელ გოგუამ და გიორგი აბულაძემ გამოიჩინეს. დინამოელები დღეს პლეი ოფის მატჩში კაუნასის ფორტუნას შეხვდებიან. თამაში თბილისის დროით 12.25 დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019