• Geo
  • Eng
27.11.2019
9 წლამდე დინამოელები ატეიტის თასზე

ლიეტუვაში ატეიტის თასის საიუბილეო - მეათე გათამაშება დასასრულს უახლოვდება. დინამოელები აღნიშნულ ტურნირში აქტიურად იღებენ მონაწილეობას - გათამაშებაში უკვე ოთხმა გუნდმა იასპარეზა. ამჯერად ვილნიუსისკენ გეზს ჩვენი აკადემიის 9 წლამდელები 28 ნოემბერს აიღებენ. მიხეილ ოქიტაშვილის შეგირდები ტურნირში 29 ნოემბრიდან ჩაერთვებიან და P ჯგუფში რიგის საფეხბურთო აკადემიასა და ვილნიუსის ატეიტისს შეხვდებიან. სულ კი ტურნირში 48 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის - მანჩესტერ სიტი, ფეიენოორდი, დინამო კიევი, დინამო მინსკი და ბორისოვოს ბატე.

მიხეილ ოქიტაშვილის გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ნიკა თარაშვილი, ნიკა სახვაძე, ირაკლი ხვიჩია, ლუკა ჯიქიძე, ნიკა კობზონაძე, გიორგი ვეფხვაძე, ანდრია სიხარულიძე, დემეტრე დემეტრაშვილი, დემეტრე გელაშვილი, გაბრიელ გოგუა, სანდრო ბინიაშვილი, გიორგი აბულაძე და თორნიკე ფილაური.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021