17.11.2019
18 წლამდელების გამარჯვება ფინეთთან

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ფინეთს უმასპინძლა და მატჩის ბოლოსკენ გატანილი ორი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. 87- ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში დინამოელმა მორჩილაძემ გახსნა, შემდეგ კი ფაჩულიამ გამოიჩინა თავი. თორნიკე მორჩილაძის გარდა დღევანდელ შეხვედრაში დინამოდან ლუკა ხარშილაძემ, ლაშა კვარაცხელიამ, ზურა ერაძემ, ნოდარ ლომინაძემ, გიორგი ომარაშვილმა და დათო ზურაბიანმა იასპარეზეს. შეცვლაზე გიორგი მირზიკაშვილი და ლევან ოსიყმაშვილი შევიდნენ. ეს გუნდები 19 ნოემბერს მიხეილ მესხი 2- ზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019