• Geo
  • Eng
16.11.2019
თბილისელები ატეიტის თასზე

ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე 10 წლამდე დინამოელებმა 6 მატჩი ჩაატარეს, რომლიდანაც 5 მოიგეს და ერთში დამარცხდნენ. H ჯგუფში დინამოელებმა ვილნიუსის აუდრას საბა შარვაშიძის, ანდრია ბართიშვილის და ლუკა სხირტლაძის გოლებით 3:0 მოუგეს. შემდეგ თბილისელებმა ვინიცას პრემიერ ნივა 3:1 დაამარცხეს. გოლები ანდრია ჩხაიძემ, გიორგი ჯამარაულმა და ნიკა მახარობლიშვილმა გაიტანეს. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში შალვა კვარაცხელიას გუნდმა მინსკის დინამოსთან 1:2 წააგო (გოლი ანდრია ბართიშვილი). სწორედ ამ მარცხის გამო დინამო გამოეთიშა საჩემპიონო მარათონს და BC ჯგუფში გააგრძელა ბრძოლა. თბილისელებმა კაუნასის ტაურასს 5:1 მოუგეს, ხოლო სტოკჰოლმის ლიდინგოს 3:1. პირველ შემთხვევაში გოლები ანდრია ბართიშვილმა 2, ანდრია ჩხაიძემ 2 და გიორგი ჯამარაულმა გაიტანეს, ხელო მეორე მატჩში თავი ანდრია ბართიშვილმა, გიორგი ჯამარაულმა და სანდრო ბინიაშვილმა გამოიჩინეს. ამრიგად დინამო მე- 13 ადგილის დასაკავებლად (სულ ტურნირში 48 გუნდი მონაწილეობს) მოსკოვის დევიატკას შეხვდა და ანდრია ბართიშვილის გოლით 1:0 იმარჯვა. ანდრია ბართიშვილის გოლითვე მოიგო დინამომ რიგის რფს- თან 1:0 და ტურნირი მე- 13 ადგილზე დაასრულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024