10.11.2019
19 წლამდელების დამაჯერებელი გამარჯვება ბათუმელებთან

19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამოელებმა მე- 12 ტურის მატჩი ჩაატარეს, რომელშიც ბათუმელებს უმასპინძლეს. მატჩი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. დედაქალაქელებმა 7:0 დაჯაბნეს მეტოქე. ორი ზუსტი დარტყმა მოისწრაფიშვილის ანგარიშზეა, დანარჩენი გოლები კი აზაროვმა, მექვაბიშვილმა, ჯანგიძემ, ომარაშვილმა და აწყურელმა გაიტანეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დინამოელები დაგროვილი 32 ქულით ლიდერობენ გათამაშების ცხრილს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 18 ნოემბერს საბურთალოს ბენდელაზე შეხვდება.

 

U19 დინამო თბილისი 7:0 დინამო ბათუმი

 

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი, ომარაშვილი, ლომინაძე,მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, მორჩილაძე, ზურებიანი

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, ოსეყმაშვილი, ერაძე, ფარულავა , ჯინჯოლავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019