26.10.2019
მნიშვნელოვანი გამარჯვება ოქროს ლიგაში

დღეს დინამოს აკადემიაში 19 წლამდელთა ოქროს ლიგის პრინციპული და მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა შეტევით დაიწყო და უკვე პირველივე წუთზე ლურჯ-თეთრები გიორგი ომარაშვილმა დააწინაურა. შეხვედრა ურთიერთშეტევებით გაგრძელდა, ტაიმის ბოლოსკენ კი მასპინძლებმა პენალტი მოინადირეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი დინამომ 2:0 მოიგო. მეორე ტაიმის შუაში დინამოელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ მოისწრაფიშვილმა ისევ პენალტის ნიშნულიდან დუბლი გაიფორმა, ხოლო ლაშა აწყურელმა საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამ მოგებით 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. მომდევნო მატჩს დინამოელები 30 ოქტომბერს საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

U19 დინამო 4:0 ლოკომოტივი

გოლი: 1:0 ომარაშვილი 1’  2:0, 3:0 მოისწრაფიშვილი (პენ, პენ) 40’ 65’  4:0 აწყურელი 72’

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, ჯანგიძე, კალანდაძე, ომარაშვილი, ლომინაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ზურებიანი

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, გაგნიძე, აბუაშვილი, ფარულავა, გულდედავა, მორჩილაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019