20.10.2019
19 წლამდელებმა ტორპედოს დიდი ანგარიშით მოუგეს

19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამომ მერვე ტურის მატჩი ქუთაისში ტორპედოსთან გამართა და მასპინძელ გუნდს რვა უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის პერიპეტიებს ბევრს ვერაფერს ვიტყვით, სტუმართა უპირატესობაზე ანგარიშიც მეტყველებს. ომარაშვილმა შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა, დანარჩენი გოლები კი გულდედავამ, მექვაბიშვილმა, ლომინაძემ, აზაროვმა და ზურებიანმა გაიტანეს. დინამო აკადემიის მოედანზე 25 ოქტომბერს უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ლოკომოტივის წინააღმდეგ.

U19 ტორპედო 0:8 დინამო

 

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ერაძე, ჯანგიძე, კალანდაძე, გულდედავა, ხორხელი, მექვაბიშვილი, ლომინაძე, აზაროვი, ზურებიანი

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, შალიკაშვილი, ფარულავა, ომარაშვილი, მორჩილაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019