20.10.2019
12 წლამდელების მეოთხე ადგილი

ვილნიუსში დასრულებულ ტურნირზე დინამოს 12 წლამდე გუნდმა საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლებისთვის პაექრობა თბილისელებმა ბერგამოს ატალანტასტან ჩაატარეს და შეხვედრა 0:2 დათმეს. შეგახსენებთ, რომ კახა გოგოლაძის გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო. ვილნიუსის გელეჟინის ვილკასის 3:1 დამარცხების შემდეგ, დინამომ კალინინგრადის ბალტიკას 1:0 აჯობა და 3:0 მოუგო ტალინის არიუს. მეოთხედფინალში თბილისელებმა მინსკის მინსკი პენალტების სერიაში დაამარცხეს (ძირითადი დრო 1:1 მორჩა), ნახევარფინალში კი კიევის დინამოსთან 1:2 დათმეს პაექრობა. ატეიტის თასზე 12 წლამდელებს შორის სულ 32 გუნდი იღებდა მონაწილეობას, საქართველოდან კი დინამოელთა გარდა საბურთალოც გამოდიოდა, რომელიც საბოლოოდ მე-12 ადგილზე გავიდა.

25 ოქტომბრიდან ატეიტის თასზე დინამო თბილისის 13 წლამდელთა შემადგენლობა დაიწყებს ასპარეზობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019