09.10.2019
დინამოელთა გოლები უნგრელთა კარში

უნგრეთში სტარტი აიღო ევროშესარჩევმა ციკლმა. საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი მასპინძლებთან გამართა და ორის წილ ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი გულიაშვილმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანეს. რამაზ სვანაძემ შეხვედრაში მოისწრაფიშვილისა და მექვაბიშვილის გარდა, დინამოს აკადემიიდან ლუკა კუტალაძე, სანდრო კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე და ირაკლი აზაროვი ათამაშა. მომდევნო შეხვედრაში 12 ოქტომბერს ახალგაზრდა ჯვაროსნები ყაზახეთს შეხვდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019