• Geo
  • Eng
06.10.2019
დინამო აჭარის თასზე

დღეს ბათუმში სტარტს იღებს საერთაშორისო ტურნირი 14 წლამდე ფეხბურთელთა შორის. აჭარის თასზე 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. A ჯგუფში იასპარეზებენ პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ესპანეთის საფეხბურთო სკოლა (ემირატები), დინამო ბათუმი და საბურთალო. B ჯგუფში გამოდიან ვალენსია (ესპანეთი), ბაბელსბერგი (გერმანია), დინამო თბილისი და სფფ- ს აკადემია. ვალერი გაგუას შეგირდები დღეს პირველ შეხვედრა სფფ- ს აკადემიის წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი კი 14.30 ანგისას ბაზაზე დაიწყება.

დინამოელები აჭარის თასზე: ნიკა ბაჩილავა, დავით იობაშვილი, ბათუ მახარაძე, ალექსანდრე ჩიხაძე, საბა ხარჩილავა, დავით ბოლოთაშვილი, დავით ქელდიშვილი, გიორგი სურმავა, ლუკა უკლება, გაბრიელ სიგუა, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, გიორგი რობაქიძე, ლუკა პარკაძე, ანდრია ხორხელი, გიორგი ცეცხლაძე, გიორგი ფარცვანია, კოკა გიუნაშვილი, ნიკა ნინიძე, ნიკა ბულუხაძე და ლუკა შეროზია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024