01.10.2019
19 წლამდელებმა ბათუმში დიდი ანგარიშით იმარჯვეს

19 წლამდელთა ოქროს ლიგის გათამაშებაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამო თბილისი ბათუმს ესტუმრა და ადგილობრივ დინამოს სამი უპასუხო გოლით მოუგო. თავის გამოჩენა ირაკლი აზაროვმა, დავით ზურებიანმა და ანზორ მექვაბიშილმა მოახერხეს. ამ მოგებით ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა დინამოელების უახლოეს კონკურენტ ლოკომოტივს ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. ამ ორ გუნდს შორის კი უმნიშვნელოვანესი მატჩი 25 ოქტომბერს დინამოს აკადემიის მოედანზე შედგება.

U19 დინამო ბათუმი 0:3 დინამო თბილისი

U19 დინამო თბილისი: კუტალაძე, მექვაბიშვილი, ხვადაგიანი, ჯანგიძე, კალანდაძე, აბუაშვილი, გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ომარაშვილი, ზურებიანი

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, გულდედავა, ლომინაძე, ფარულავა, ხორხელი, ოსეყმაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019