• Geo
  • Eng
25.09.2019
მორიგი მატჩები ოქროს ლიგაში

დინამოელებმა ოქროს ლიგის ასაკობრივ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს. 19 წლამდე დინამოელებმა გორის დილა მიიღეს და პირველ ტაიმში დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად მინიმალური სხვაობით 2:1 იმარჯვეს. დუბლი ირაკლი აზაროვის ანგარიშზეა. ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებმა 6 თამაშიდან 14 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს თბილისელები ბათუმში 29 სექტემბერს ჩაატარებენ.

გოჩა ჩიქოვანის გუნდი გათამაშების მერვე ტურში მარტვილს ესტუმრა და ადგილობრივ სალხინოსთან ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი ჩხეტიანის ანგარიშზეა. დინამოელები პირველ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო ტურში კი 27 სექტემბერს სფფ- ს აკადემიას მიიღებენ.

სალხინოსთან მატჩი ასევე ჩვენი აკადემიის 15 წლამდელებმაც ჩაატარეს და ხუთი უპასუხო გოლით იმარჯვეს. ხუტიაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კობახიძემ, შიოლაშვილმა და ნიკოლაიშვილმა გაიტანეს. ვასულ გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს საბურთალოს. მომდევნო მატჩს დინამოელები სფფ- ს აკადემიასთან გამართავენ.

 

U19 დინამო 2:1 დილა

U17 სალხინო 1:1 დინამო

U15 სალხინო 0:5 დინამო

 

 

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, ჯანგიძე, კალანდაძე, ომარაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ზურებიანი

სათადარიგო სკამი : ხარშილაძე, იაკობიძე, გულდედავა, აბუაშვილი, ფარულავა, ხორხელი

 

U17 დინამო: ჯოჯუა, კვარაცხელია, შალიკაშვილი, სალუქვაძე, მირზიკაშვილი, ბზეკალავა, ჩხეტიანი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ხორავა, ქოჩაკიძე

სათადარიგო სკამი: შურღაია, მაისურაძე, გეგიაძე, იობაშვილი

 

U15 დინამო: ბერუაშვილი, არჩაია, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ხუტიაშვილი, გოგებაშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი, სმირნოვი, დევიძე

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, ჯანაშია, დათუაშვილი, კვერენჩხელაძე, როსივერი, ლაცაბიძე, ნიკოლაიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024