03.09.2019
12 წლამდე დინამოს მეორე ადგილი

მარტვილის სფეხბურთო სკოლაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი - მომავლის თასი, რომელიც 13 წლამდე ფეხბურთელთა შორის იმართებოდა. ფინალურ შეხვედრაში დინამო თბილისის 12 წლამდე გუნდი აზებაიჯანულ საბაჰის 13 წლამდელებს შეხვდა და 0:3 დამარცხდა. კახა გოგოლაძის შეგირდები შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულები გახლდნენ, თუმცა წელს მეტოქემ იძალა. დაჯილდოვების ცერემონიალზე დინამოელებმა ვერცხლის მედლებთან ერთად ინდივიდუალური პრიზებიც მიიღეს: ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი ვახო სალია გახდა, საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული ნიკა ელისაშვილმა მიიღო, ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა გვაზავა აღიარეს, ტექნიკური ფეხბურთელის პრიზით საბა კაკულია დაჯილდოვდა, ხოლო სპეციალური პრიზი დიტო ოყუჯავამ მიიღო.

7 სექტემბრიდან მარტვილში მომავლის თასი 12 წლამდელებს შორის გათამაშდება, ჩვენი გუნდი კი 11 წლამდელებით იქნება წარმოდგენილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019