30.08.2019
დინამომ მომავლის თასი გამარჯვებით დაიწყო

მარტვილის სფეხბურთო სკოლაში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა - მომავლის თასი. აღნიშნული თასის გათამაშება დინამო თბილისის, სფფ- ს და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. 12 წლამდე დინამოელები (ტურნირი 13 წლამდე ფეხბურთელთა შორის ტარდება, დინამოელები კი ერთი წლით უმცროსი გუნდით ასპარეზობენ) კახა გოგოლაძის ხელმძღვანელობით B ჯგუფში ქუთაისის მართვესთან, ბათუმის დინამოსთან და აზერბაიჯანის საჰაბთან მოხვდნენ. A ჯგუფი კი მარტვილის დინამომ, ფოთის კოლხეთმა, ზუგდიდის ბაიამ და სამეგრელოს რეგიონის 12 წლამდელთა ნაკრებით დაკომპლექტდა. დინამოელებმა პირველი შეხვედრა ქუთაისელ თანატოლებთან უკვე გამართეს და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხეს მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019