22.08.2019
განვითარების თასი საქართველოსია

ლიეტუვაში დასრულებულ უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და ტურნირის გამარჯვებული გოლგაუშვებლად გახდა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვას 4:0 აჯობეს, შემდეგ ბოსნიას მოვუგეთ 3:0, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მასპინძელი ლიეტუვა ზურაბ ხიზანიშვილის კრებულმა 9:0 დაჯაბნა. ორ-ორი გოლი წულუკიძემ და გოჩიაშვილმა გაიტანეს, თითოჯერ კი თავი მამულაშვილმა, ჭელიშვილმა, ლაბაძემ, ხაბულიანმა და გეგიაძემ გამოიჩინეს.

ნაკრებში დინამოს აკადემიიდან ათმა ფეხბურთელმა იასპარეზა: ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, ნიკა გოგებაშვილი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ლუკა ჯანაშია, საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე, დავით შიოლაშვილი და ომარ თოდუა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019