18.08.2019
მოლოდოვასთან დინამოელთა გოლებით

ლიეტუვაში უეფას განვითარების თასის გათამაშება დაიწყო, რომელშიც საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობს. კაუნასში მიმდინარე ტურნირზე ჭაბუკმა ჯვაროსნებმა პირველი მატჩი მოლდოვასთან გამართეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 დაჯაბნეს. ოთხიდან ორი გოლი დინამოელთა ანგარიშზეა, თავი საბა გეგიაძემ და ლუკა ჯანაშიამ გამოიჩინეს. დარჩენილი ორი გოლი მამულაშვილმა და ჭელიშვილმა გაიტანეს. ზურა ხიზანიშვილმა მოლდოველებთან ძირითად შემადგენლობაში 6 დინამოელი - ლუკა ჯოჯუა, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ნიკა გოგებაშვილი, საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე და ომარ თოდუა განაწესა. შეცვლაზე კი პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა ჯანაშია და მუხრან ბაგრატიონი შევიდნენ. მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 20 აგვისტოს ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019