• Geo
  • Eng
26.04.2019
მორიგი მაქსიმალური ქულები ასაკობრივ ჩემპიონატში

მცირედი შესვენების შემდეგ დინამოს ახალგაზრდულმა გუნდებმა ჩემპიონატში ასპარეზობა განაგრძეს. 14 წლამდე გუნდი ვასილ გეგუჩაძის თავკაცობით, რომელიც 15 წლამდელთა ჩემპიონატში გამოდის ვიტ ჯორჯიას ესტუმრა და პარკაძის გოლით 1:0 იმარჯვა. ასევე ვეტერინარებთან იმარჯვა ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმაც. 16 წლამდე დინამოელებმა, რომელების 17 წლამდე ტურნირში მონაწილეობენ მეტოქეს ორის წილ ხუთი გოლი გაუტანეს. გოლები სალუქვაძემ, ბაბლუანმა, გაგნიძემ, ფირცხალაიშვილმა და გელხაურმა გაიტანეს. 15 წლამდე დინამოელებმა დარასელიას თასის მოპოვების შემდეგ პირველი მატჩი გამართეს და ორნიშნა ციფრით იმარჯვეს. დინამომ რუსთავს 11:0 მოუგო. ნიკოლაიშვილმა 5 გოლი გაიტანა, დუბლი შიოლაშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კვერენჩხილაძემ, კობახიძემ, დევიძემ და აღდგომელაშვილმა გაიტანეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

U15 ვიტ ჯორჯია 0:1 დინამო-2

შემადგენლობა: ბაჩილვა, ჩიხაძე, ხარჩილავა, სურმავა, ჩხიკვაძე, სიგუა, მახარაძე, ცეცხლაძე, ფარცვანია, ნინიძე, შეროზია

სათადარიგო სკამი: ბუცხრიკიძე, გიუნაშვილი, პარკაძე, ბულუხაძე, ხორხელი

 

 

U15 დინამო 11:0 რუსთვი

შემადგენლობა: ბერუშვილი, დათუაშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, გოგებაშვილი,არჩაია, კობახიძე, ლაცაბიძე, აღდგომელაშვილი, დევიძე, როსივერი.

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, თოდუა, ჯანაშია, კვერენჩხელძე, ნიკოლაიშვილი, შიოლაშვილი

 

 

U17 ვიტ ჯორჯია 2:5 დინამო-2

შემადგენლობა: მოდებძე, გოგოტიშვილი, ქავთარაძე, სალუქვძე, უბილავა, გაგნიძე, ბაბლუანი, სიჭინვა, იობაშვილი, უგრეხელიძე, ფირცხალაიშვილი

სათადარიგო სკამი: აზარაშვილი, გელხაური, შენგელია, ბოჭორიშვილი, გოგობერიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024