• Geo
  • Eng
16.04.2019
დინამომ ტურნირი ლამაზი გამარჯვებით გახსნა

დღეს დინამოს აკადემიაში სტარტი აიღო ვიტალი დარასელიას თასის რიგით მეოტხე გათამაშებამ.

ტურნირის გახსნითი შეხვედრა დინამო კიევსა და როტერდამის ფეიენოორდს შორის ჩატარდა. მატჩი უკრაინელთა აქტიურობით დაიწყო და ანგარიშიც მათ გახსნეს. გოლი იჰორ ჰორბაჩმა გაიტანა. ნიდერლანდელებმა ამის შემდეგ მწვავედ შეუტიეს და კარის აღების ორი ასპროცენტიანი მომენტი გაუშვეს ხელიდან. ფეიენოორდმა ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ კიეველები მშვიდად განაგრძობდნენ თამაშს და კონტრშეტევებზეც სახიფატოდ უტევდნენ. საბოლოოდ დინამომ შეინარჩუნა ანგარიში და ტურნირზე პირველი სამი ქულაც მოიპოვა.

დინამო კიევი 1:0 ფეიენოორდი როტერდამი

გოლი: 1:0 ჰორბაჩი 31’

დინამო კიევი: ისაჩენკო, ბენედიუკი (სლესარი 51), ჩუბატი (ალექსანდროვი 36), დავლატოვი, ფილატოვი, განჟოლა (მელნიჩენკო 36, სემენეცი 54), ჰორბაჩი (ფერნანდო 40), ოლიშჩუკი, პუხტიევი, იერემენკო, ცარენკო (ვოლკოვიცკი 36)

ფეიენოორდი: დეკერი, ვან ვინგერდენი (მოჰამედჰოიზენი 58), ვან ტოლი, ბოგარდი, კანდელიარია, ოტეგანალი, ვან დერ ჰეიდენი (ვან ლუნტერენ 51), მესუი, გონზაგა (სკიუმი 58), ვეენფლიტი (ჰარტიესი 36), ფელისია

 

 

 

დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ემპოლი და ვულვერჰემფთონი წარდგნენ. ეს მატჩიც პირველის დარად ერთბურთიანი უპირატესობით 1:0 დასრულდა. იტალიელებმა დებიუტში იძალეს და ლორენცო ინაკიტის გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. თავად მატჩი მაღალ რიტმში და ურთიერთშეტევებში წარიმართა. რამდენიმე საგოლე შანსი ემპოლის დარად მგლებმაც გაუშვეს ხელიდან. ასე რომ იტალიურმა გუნდმა პირველი სამი ქულამოიპოვა.

ემპოლი 1:0 ვულვერჰემფთონი

გოლი: 1:0 ინაკიტი 13’

ემპოლი: ფონტანელი, ბარსი, ბუკიონი (ბაჯანი 52), გუარინო, ინაკიტი (რეგოლი 44), ინდრაგოლი, მარიანუჩი (კორსი 64), დეგერფელდი, მარესა (მაკი52), პანიკუჩი, კაპელი (ფინი 44)

ვულვერჰემფთონი: ჯექსონი, პიერპოინტი, ბრაუნი, ჰორანი, კანდოლა, ლიმბისკისა, ო’გრეიდი (მაკლეოდი 36’), რობერთსი, სკიკლუნა (ბარნეტი 36), ტიპტონი, ნზინგა

 

 

მესამე მატჩი დარასელიას თასზე სფფ- ს აკადემიასა და ბრაგას შორის გაიმართა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა აქტიურობა გატანილ გოლში აესახა, თუმცა დამასრულებელ ფაზაში ორივე გუნდი ცოდავდა. მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა ოდნავ უმატეს სისწრაფეებს, მაგრამ თამაშს სიხისტეც დაემატა. იყო ლამაზი მომენტებიც შეტევაში, მაგრამ გოლი არ გასულა და გუნდები ერთმანეთს 0:0 დაცილდნენ.

სფფ 0:0 ბრაგა

სფფ: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი, პირტახია, ხაბურძანია (რურუა 36), გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, ხიმშიაშვილი, წულუკიძე, ჭეიშვილი (ლაბაძე 50), გოჩიაშვილი (ღურცკაია 50)

ბრაგა: პაია, ბარბოსა, მატოში, სოუზა, და სილვა (პერეირა 36), კონსეისაუ, ლოპესი (ბრანკუ 45), პინტუ (ალმეიდა 55), ჟოაუ ფერეირა, გომესი, ალეშანდრე ფერეირა (ფარე 36)

 

 

 

დღის დასკვნითი მატჩი მასპინძელ დინამო თბილისსა და შვეიცარიულ ციურიხს შორის შედგა. ვახტანგ იაგორაშვლის გუნდი პირველივე წუთებიდან შეტევაზე გადავიდა. გულხელდაკრეფილი არც მეტოქე გახლდათ, რაც მათ მიერ სახიფათო კონტრშეტევებში გამოიხატა. ერთ ერთ ეპიზოდში კი ჩვენი კარი ხარიხამ იხსნა. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 28- ე წუთზე გამოიღო, გოლი ლამაზი შეტევის შემდეგ ომარ თოდუამ გაიტანა. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევებს უმატეს და შვეიცარიელებს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. 53- ე წუთზე თავი ჯადული იობაშვილმა გამოიჩინა, ხოლო სამიოდე წუთში გიგი აბუაშვილმა მესამედ აიღო ციურიხის კარი. საბოლოოდ დინამომ დიდი ანგარიშით იმარჯვა და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ხვალ 18.00 საათზე თბილისელები ვულვერჰემფთონს შეხვდებიან.

დინამო 3:0 ციურიხი

გოლი: 1:0 თოდუა 28’  2:0 იობაშვილი 53’  3:0 აბუაშვილი 56’ 

დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი (ბაგრატიონი 50), ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, გეგიაძე, თოდუა (კობახიძე 54), შიოლაშვილი (კვერენჩხილაძე 43), იობაშვილი, აბუაშვილი

ციურიხი: კიუნცლი, კარდოსო, სებეკი, ტრიფუნოვიჩი, სტეფანოვიჩი (შაქირი 49), ფიშერი (გონზენბახი 52), ლეაო (ლტაიფი 62), დენოონი, შესი, განიუ, ჟოოსი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024