• Geo
  • Eng
13.04.2019
აკადემიის გუნდები სრული სვლით

მორიგი მატჩები ჩატარდა ასაკობრივ ჩემპიონატებში. 19 წლამდელთა ლიგაში დინამოელები რუსთავს ესტუმრნენ და მასპინძელთა გუნდს 5:1 აჯობეს. ჰეთ თრიქი ხორხელმა შეასრულა, დედაქალაქელთა მონაგარს თითო გოლი გულდედავამ და ერაძემ მიამატეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი პირველი წრის შემდეგ მაქსიმალური შედეგით ლიდერობს სატურნირო ცხრილს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 30/3.

პირველი წრე ასევე წარმატებით დაძლია გოჩა ჩიქოვანის გუნდმაც. 17 წლამდელთა ლიგაში დინამოელები თავიანთ ჯგუფს მაქსიმალური შედეგით ლიდერობენ. თბილისელებმა რუსთავს უმასპინძლეს და ორის წილ 14 გოლი გაუტანეს სტუმრებს. პოკერი ჯინჯოლავამ შეასრულა, ჰეთ თრიქი ბზეკალავას ანგარიშზეა, დუბლის ავტორები ქოჩაკიძე და მიქაუტაძე გახდნენ, ხოლო თითო გოლი იაკობიძემ, დევიძემ და მორჩილაძემ გაიტანეს. ჩიქოვანის გუნდის ბურთების ბალანსია 44/5.

დინამოს მეორე შემადგენლობა ლიდერობს 15 წლამდე ლიგის გ ჯგუფშიც. ერთი წლით უმცროსი თბილისელებიც სატურნირო ცხრილის სათავეში მაქსიმალური შედეგით იმყოფებიან. ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა თბილისის მერანს სამი უპასუხო გოლით მოუგეს და გატანილ გაშვებული ბურთების ბალანსი 23/1 დააფიქსირეს. გოლები მერანის კარში შეროზიამ, ფარცვანიამ და პარკაძემ გაიტანეს.

 

 

 

U19 რუსთავი 1:5 დინამო

U19 დინამო: ხარშილაძე, ჯანგიძე, კალანდაძე, მელიქიშვილი, ოსიყმაშვილი, მირზიკაშვილი, მოისწრაფიშვილი, ფარულავა, აწყურელი, გულდედავა, ხორხელი

სათადარიგო სკამი: კუტალაძე, იაკობიძე, ერაძე, მორჩილაძე, ქოჩაკიძე

 

U17 დინამო 14:2 რუსთავი

U17 დინამო: ბერუაშვილი, ერაძე, იაკობიძე, კვარაცხელია, ოსეყმაშვილი, ჩინჩალაძე, ბზეკალავა, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, ბექაური

სათადარიგო სკამი: ცხადიაშვილი, მიქაუტაძე, მოლაშვილი, დათუაშვილი, დევიძე

 

U15 მერანი თბილისი 0:3 დინამო-2

U15 დინამო-2: ბაჩილავა, სურმავა, ხარჩილავა, სიგუა, გიუნაშვილი, ბუცხრიკიძე, ბულუხაძე, ნინიძე, შეროზია, ფარცვანია, პარკაძე

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, ჩხაიძე, ჩხიკვაძე, ცეცხლაძე, ვიბლიანი, ხორხელი, გოგიჩაიშვილი

 

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024