• Geo
  • Eng
30.03.2019
15 წლამდელებმა აზერბაიჯანული საბაჰი დაამარცხეს

დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ აკადემიის მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანულ საბაჰს უმასპინძლა. შეგახსენებთ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი 16 აპრილიდან დარასელიას თასის გათამაშებაში ჩაერთვება. თბილისელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სათამაშო უპირატესობაც თავიდანვე მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. თავი აბუაშვილმა, იობაშვილმა, გეგიაძემ და ხუტიაშვილმა გამოიჩინეს. დინამოელები საბაჰს კიდევ ერთხელ 1 აპრილსაც შეხვდებიან. მატჩი აკადემიის მოედანზე 12.00 საათზე დაიწყება.

 

U15 დინამო 4:0 საბაჰი

U15 დინამო: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, ბაბლუანი, გაგნიძე, ჩხეტიანი, აბუაშვილი, შილაშვილი, თოდუა, იობაშვილი, გეგიაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბერუაშვილი, მოლაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, კვერენჩხელაძე, კობახიძე, ხუტიაშვილი, ლაცაბიძე, როსივერი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024